“შეამოწმეთ, შეამოწმეთ ყველა საეჭვო შემთხვევა!” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139095 „ყველა ქვეყანამ ყოვლისმომცველი მიდგომები უნდა შეიმუშაოს, თუმცა ინფექციის პრევენციის და სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა ინფექციის ჯაჭვური გავრცელების აღკვეთაა” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე ზოგიერთი ქვეყანა გააკრიტიკა, მისი თქმით, ისინი საკმარისს არ აკეთებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევები აღმოაჩინონ და მისი გავრცელება შეაჩერონ. „ყველა ქვეყანამ ყოვლისმომცველი მიდგომები უნდა შეიმუშაოს, თუმცა ინფექციის პრევენციის და სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა ინფექციის ჯაჭვური გავრცელების აღკვეთაა. ამისთვის კი, უნდა შეამოწმოთ და მოახდინოთ იზოლირება. ხანძარს ბრმად ვერ შეებრძოლებით. ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ პანდემიას, თუკი არ გვეცოდინება, თუ ვინ არის ინფიცირებული. ჩვენ მარტივი მესიჯი გვაქვს ყველა ქვეყნისთვის: შეამოწმეთ, შეამოწმეთ, შეამოწმეთ, შეამოწმეთ ყველა საეჭვო შემთხვევა. თუკი პასუხი დადებითი იქნება, მოახდინეთ მათი იზოლირება და გაარკვიეთ, ვის ჰქონდა მათთან მჭიდრო კონტაქტი, ორი დღით ადრე, ვიდრე სიმპტომები დაეწყებოდათ. შეამოწმეთ ის ადამიანებიც“, - განაცხადა გებრეიესუსმა.
0