აშშ-ში Covid 19-ის პირველი სატესტო ვაქცინის გამოცდა დაიწყო

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139099 აშშ-ში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყო. ექსპერიმენტული ვაქცინა პირველ მოხალისეს უკვე გაუკეთდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press [AP] ავრცელებს. კორონავირუსზე "პოტენციური" ვაქცინის გამოცდა სიეტლში, ვაშინგტონის შტატის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარეობს. COVID-19-ის "სატესტო" ვაქცინა ჯანმრთელ მოხალისეებს გაუკეთდებათ. აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლის თქმით, თუ ეს სამეცნიერო კვლევა წარმატებით ჩაივლის, ვაქცინის ფართოდ გავრცელებას 12-დან 18 თვემდე მაინც დასჭირდება, -"ვაქცინის შექმნა გადაუდებელი პრიორიტეტია".
0