ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა

0
მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე Feedc-ის გუნდმა გადაწყვიტა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დისტანციური სწავლების მარტივი და მოსახერხებელი მეთოდი შეთავაზებინა. ახალი სასწავლო პლატფორმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საგანმანათლებლო პროცესი წარმართონ სინქრონული მეთოდით - რეალურ დროში, სახლიდან გაუსვლელად ჩაატარონ გაკვეთილები, ჩაერთონ დისკუსიებში, დასვან კითხვები და მიიღონ უკუკავშირი. Feedc-ის გუნდმა ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგანმანათლებლო პროცესში მაქსიმალურად შეემსუბუქებინა COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული დისკომფორტი და დაენერგა ონლაინ სწავლების კომპონენტი. აღნიშნული უპრეცენდენტო ინიციატივით Feedc-ი ქართულ სკოლებს სთავაზობს შესაძლებლობას, რომ ეფექტურად გაუმკლავდნენ დღევანდელობის გლობალურ გამოწვევას - კორონავირუსს. აღნიშნული პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს, ასევე მისი პარტნიორი ქვეყნების ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. შეგახსენებთ, რომ Feedc („ფიდსი“) ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი სოციალური მედიის პლატფორმაა. აპლიკაცია ადგილმდებარეობაზეა დაფუძნებული და მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააზიაროს ან მოძებნოს პოსტი ლოკაციის მონიშვნის შესაბამისად.
#feedc
#edu
.feedc
#სკოლა
#ონლაინგაკვეთილი
#ფიდსისსკოლა
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0