იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნინო ქადაგიძეს უსმენენ
28 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago

http://pirveliradio.ge/?newsid=139103

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე, რომელიც სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება, ქადაგიძეს კენჭს უყრიან. იმისთვის, რომ ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს, 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

იუსტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, კორონავირუსისგან გამომდინარე, მოსმენის გადადებას ითხოვდა.

ასევე იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და მესამე სექტორის წამრომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ქადაგიძე ე.წ. ჩინჩალაძის კლანის წევრია და მისი არჩევით ივანიშვილი საბოლოოდ მიისაკუთრებს სასამართლო ხელისუფლებას.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago
4
Write a comment