ბატეთის ულამაზესი ტბა

0
ბატეთის ტბა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს. საქართველოში მრავალი ტბაა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბატეთის ტბა. თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი მხოლოდ ერთი დღე და გსურთ მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში, ტბის პირას, ან უბრალოდ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, ეს ადგილი გაამართლებს თქვენს მოლოდინს. ხეობა და ტბა სილამაზით ნამდვილად გამორჩეულია. იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ მწვანე წალკოტში ჩაფლულ ტბას, თანაც მისასვლელადაც საკმაოდ მარტივს. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ბატეთის ტბისადმი განსაკუთრებული ინტერესი. ტბას უამრავი ადამიანი სტუმრობს გაზაფხულის სიმწვანეში, ცხელ ზაფხულსა თუ აფერადებული შემოდგომის დადგომისას. მარშრუტი ერთ დღიანია, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაწყოთ ორ დღიანი გასვლა. ტბასთან არის საბანაკე ადგილი, წყალი შეგიძლიათ აიღოთ მდინარიდან ან გზად მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე წყაროზე. როგორ მივიდეთ ?‍♀️?‍♂️?❤️ ძამის ხეობა ქარელიდან 23 კმ-ით არის დაშორებული. სამანქანო გზის დასრულების შემდეგ, ტბისკენ ფეხით მოგიწევთ სიარული, დაახლოებით 3კმ. ქარელიდან ძამის ხეობისკენ მიდის გრუნტიანი გზა, გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით, თუმცა გზის ბოლო მონაკვეთი დაზიანებულია და სასურველია მაღალი გამავლობის ავტომობილით გადაადგილება. რაც შეეხება ბოლო საფეხმავლო 3 კმ-ს, ბილიკი მიუყვება სატყეო გზას, რომელზეც შესაძლებელია 4x4 ზე მანქანით და კარგი მძღოლით გადაადგილება, თუმცა ნაწვიმარ ამინდში არის ტალახი და ამ უკანასკნელითაც ჭირს მოძრაობა. შესაძლებელია მანქანით ასვლა ჩამოსვლაც. ფასი 10 ლარია ერთ კაცზე .
#goodplaces
0