25 votes
5 comments
shares
Save
თოვლი
436 reads
Giorgi Kekelidze
Tbilisi · 4 months ago

მიუხედავად ყველაფრისა, გარეთ თოვს.

და მიუხედავად ყველაფრისა - ძალიან ლამაზია!

და ადამიანი აუცილებლად მოიგებს ამ ომს. რაც უნდა იყოს ეს ომი და როგორიც, ცხადია, რომ ომია. უცნაური ომი, როცა სახლში დარჩენა სჯობს მტერთან შეგებებას ან მტრისგან გადამალვას. და ადამიანი მოიგებს ამ ომს, იმისთვის რომ თოვლი დაინახოს, მზე დაინახოს, ზღვა დაინახოს. ადამიანი დაინახოს. სხვანაირად არ გამოვა.

ჰოდა, მე კი ვერ ვასრულებ ამ ამბავს, ჩემი მოვალეობის გამო, მაგრამ შენ, ვისაც შეგიძლია -

#დარჩისახლში

და ცოტა ხნით გაუძელი წინადადებაში სიტყვებს - ,,მიუხედავად ყველაფრისა"

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #opinion
Giorgi Kekelidze
Tbilisi · 4 months ago
25
Write a comment