გიორგი გახარია: დღეს ჩვენ უკვე კორონავირუსის შეჩერებიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე

0
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობა ეფექტიანად მუშაობდა კორონავირუსის გავრცელების შეჩერების წინააღმდეგ, დღეს უკვე ჩვენ გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირისუსით დაინფიცირების რიცხვები გაიზარდება და ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. „ჩვენ შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. ეს გადასვლა არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში კი, ჯანდაცვის სისტემა“, - განაცხადა პრემიერმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.
#georgia
#pm
#gakharia
0