70 წელს გადაცილებულები, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან სპეციალური ჯგუფები დაეხმარებიან

0
პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფოსტასა და ჯანმრთელობის სამინისტროს ერთობლივი მექანიზმის შექმნა დაევალათ, რომელსაც სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს ყოველდღიური მომსახურეობის გაწევისთვის შესთავაზებენ. "ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები უკლებლივ, თითოეული უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში.
#news
#politics
#coronaviruslive
#coronavirus
Georgia
0