ნენსკრა ჰესმა 2019 წელს $20 მლნ-მდე ინვესტიცია განხორციელდა

0
ნენსკრა ჰესის მშენელობის მთავარ ფაზაზე გადასვლამდე, კომპანია ნენსკრა ჰიდრომ მხოლოდ 2019 წელს $20 მლნ–მდე ინვესტიცია უკვე განახორციელა. ეს თანხა ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და კვლევებს მოხმარდა. გარდა ამისა, კომპანიის მიერ მხოლოდ 2019–ში ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 4 მლნ ლარის გადასახადები. ეს თანხა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და უკვე 2020–ში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე დაიხარჯება. 280 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის ნენსკრა ჰესის ძირითადი მისია, საბოლოო ჯამში, იმ დეფიციტის შემცირებაა, რომელიც ბოლო წლებში, ელექტრომოხმარების ზრდის პარალელურად, საქართველოს ენერგობაზარზე შეიქმნა. ამ დეფიციტის გამო დღეს უკვე მნიშვნელოვნადაა საქართველო დამოკიდებული აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე. ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში გაშვებიდან საქართველოს დამატებით 1, 2 მლრდ კვტ/სთ ენერგიას მიაწვდის. თუმცა, აღნიშნულ ცვლილებებს პროცესი არ შეუფერხებია — მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ქართულ სამშენებლო კონსორციუმთან ერთად დღესაც მიმდინარეობს. შენდება 9 ხიდი და 40 კმ-მდე გზის მონაკვეთი, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ძირითად სამუშაოებზე გადასვლა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება. საუბარია, 120 მეტრის სიმაღლის კაშხლის, 30 კმ-მდე სიგრძის გვირაბისა და ძალოვანი კვანძის აგებაზე. 2020 წლის განმავლობაში ყველა ძირითადი კვანძის მშენებლობა დაიწყება, მათ შორის, ძირითადი გვირაბი, კაშხლის ფუნდამენტი, ბეტონის ქარხნები და სხვა დამხმარე საშუალებები. 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია პირველი გვირაბის გათხრა, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#politics
#business
0