სად შეიძლება დაემალა საიდუმლო ფაილები თამარ ბაჩალიაშვილს

0
კი­ბერ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ან­დრო გო­ცი­რი­ძე ამბობს, რომ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხმა­რე­ბელ­მა რაც უნდა წა­შა­ლოს, ის კვალს მა­ინც ტო­ვებს. ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა სერ­ვე­რუ­ლად იწე­რე­ბა და დო­კუ­მენ­ტირ­დე­ბა. „თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ კომ­პი­უ­ტერ­ში ნე­ბის­მი­ე­რი წაშ­ლი­ლი ფა­ი­ლი აღ­დგეს. სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს და შსს-ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს აქვთ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამე­რი­კა­სა და FBI-სთან ურ­თი­ერ­თო­ბა იმ დო­ნე­ზეა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ფა­ი­ლე­ბის აღ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იძ­ლე­ბა. კომპიუტერულ სისტემაში ყველა მოქმედების აღდგენაა შესაძლებელი, თუ ის მოყვარულმა წაშალა, მაგრამ თუ ერთმანეთს ებრძვის ორი კიბერდანაყოფი, საქმე გართულდება, მაგრამ აღდგენა მაინც შესაძლებელია. თუ გოგონას კომპიუტერში არ არის, მაშინ იქნება იმ პლატფორმების სერვერზე, როგორიცაა "გუგლი", "ფეისბუქი", "იაჰუ" და სხვა, რომლებიც გოგონამ გამოიყენა. გოგონას ბექგრაუნდიდან გამომდინარე, მას რთული პაროლი უნდა ჰქონოდა. კომპიუტერის მცოდნეს, პროგრამისტს, რომელიც სახლში არაფერს ამბობდა თავის საქმიანობაზე, პასვორდიც დამალული ექნებოდა. მეორე მხრივ, მსგავსი გამოცდილების ადამიანს რაიმე საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არც შეინახავდა. ამიტომ ისიც დასაშვებია, რომ კომპიუტერზე მარტივი პასვორდი ჰქონოდა და მასში სერიოზული არც არაფერი აღმოჩნდეს. ათასობით ფაილი იქნება აღსადგენი. ეს მით უფრო რთულია, როცა პატრონი არ არის ცოცხალი. რაც შეეხება საიდუმლო ინფორმაციას, მე როგორც აღვიქვი, ლაპარაკია არა სახელმწიფოებრივ საიდუმლოებაზე, არამედ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. მე თუ ვიღაცას პროგრამას ვუქმნი, ეს სხვა კლიენტს არ უნდა გავანდო, თორემ ფინანსები და მერე პერსონალური ინფორმაციაც გაჟონავს. ამიტომ მე ხელს ვაწერ, რომ კონფიდენციალურობას დავიცავ. თუმცა ინფორმაციის უნებლიე გამჟღავნებაც შეიძლება გახდეს შურისძიების ან დასჯის საფუძველი“, - განაცხადა ან­დრო გო­ცი­რი­ძემ "კვირისპალიტრა"
0