http://pirveliradio.ge/?newsid=139113
არ მივცემთ „ქართულ ოცნებას" საბაბს, რომ ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუოს, ჩიხში შეიყვანოს საკონსტიტუციო ცვლილებები და შემდეგ ეს გადააბრალოს ოპოზიციას - ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკეთა. მისივე თქმით, სხვა საკითხების განხილვაში „ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღებს და კომისიის შექმნის მხარდაჭერის შემდეგ კვლავ ბოიკოტს განაგრძობს.
„ვინაიდან შეთანხმების ნაწილი იყო საკონსტიტუციო პროცესის მხარდაჭერა, მათ შორის, ყველა იმ პროცედურის, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების სამართლებრივად წინ გაწევისას, ამის ერთ- ერთი ნაწილია საკონსტიტუციო კომისიის შექმნა. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჭერთ და არ შევაფერხებთ განხილვების მსვლელობას. ჩვენ წესიერად ვასრულებთ ამ შეთანხმების ყველა პირობას და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას" საბაბს, რომ ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუოს, ჩიხში შეიყვანოს საკონსტიტუციო ცვლილებები და შემდეგ ეს გადააბრალოს ოპოზიციას. ამავე დროს ეს პროცესი ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ეს პროცესი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს. ჩვენ მხარს დავუჭერთ დღეს კომისიის შექმნას და დავტოვებთ სხდომას. ერთადერთ საკითხზე შევდივართ, "- განაცხადა გოცირიძემ.
წყარო:"ინტერპრესნიუსი"