Feedc-ს 30 დღიანი გამოწვევა

ByFeedcGeorgia
2
პირველი საგრანტო პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, Feedc გიბრუნდებათ ახალი გამოწვევით! ჩვენი მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ხმა მიაწვდინოს ადგილობრივ საზოგადოებას და გახდეს მოქალაქე ჟურნალისტი. სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ 30 დღიანი გამოწვევა, რა დროის მანძილზეც მონაწილეებმა აქტიურად უნდა დაპოსტონ და გააშუქონ მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები. ამ საკითხებში მოიაზრება ყველა თემა, რაც მონაწილესთვის რელევანტურია - ნებისმიერი სოციალური, კულტურული, მეცნიერული, პოლიტიკური თუ ცხოვრებისეული სიახლე, პრობლემა თუ საკითხი..

როგორ გახდეთ მონაწილე

იმისთვის, რომ გახდეთ მონაწილე, საჭიროა გააზიაროთ Feedc-ს Facebook პოსტი, ჩამოტვირთოთ Feedc-ს აპლიკაცია და შექმნათ პროფილი ელ. ფოსტით. პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია თითოეული ამ ნაბიჯის გავლა.

დაპოსტვის ფორმატი

პოსტის ფორმატში მონაწილეები შეზღუდულნი არ არიან. პოსტები შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის - სტატია, მოკლე მესიჯი, სიუჟეტი, ა.შ. პოსტის ბოლოს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ჰეშთეგი #გააჟღერე, და მონიშნული Feedc-ის ოფიციალური გვერდი (@Feedc). პოსტი უნდა იყოს ატვირთული Feedc-ის პლატფორმაზე.

გამოწვევის ხანგრძლივობა

გამოწვევა გაგრძელდება 16 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით. 16 სექტემბერს გამოვლინდება 3 მოქალაქე ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს ადგილობრივ საზოგადოებაზე. ამაში იგულისხმება ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდება, რაც დააინტერესებს და აალაპარაკებს საზოგადოებას.

ხმების დათვლის პრინციპი

დღიურად პოსტების გამოქვეყნების რაოდენობა არ არის ლიმიტირებული, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენისას ჩაითვლება თითოეული დღის ყველაზე მაღალი გამოხმაურების მქონე პოსტები. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება შემდეგი პრინციპით - 30 დღის მანძილზე ყოველი დღის ყველაზე მაღალ გამოხმაურებადი პოსტების უნიკალური მოწონებების, უნიკალური კომენტარებისა და უნიკალური ნახვების ჯამური რაოდენობით.

პრიზები

მესამე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 1000 ლარიან გრანტს, მეორე ადგილზე მყოფი მონაწილე მიიღებს 2000 ლარიან გრანტს, ხოლო პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 3000 ლარს.

❗️წესები❗️

1. პოსტის ატვირთვით მონაწილე ადასტურებს, რომ ნაშრომი არის მისი ინტელექტუალური ქმნილება, არ წარმოადგენს მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას ან/და უკვე არსებული სტატიის ან სხვა ნებისმიერი პირის მიერ შექმნილი ნაწარმოების, ინტელექტუალური საკუთრების პლაგიატს, გამეორებას, ან კოპირებას. წინამდებარე პირობების დარღვევის შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად ეთიშება გამოწვევას. 2. ხმების დათვლა ხორციელდება წინასწარ შემუშავბული სისტემით, რომლის ალგორითმი ყველა მონაწილეზე ერთნაირად ვრცელდება. სისტემა ამოიცნობს ყალბ და ბოტ ექაუნთებს და მათ მიერ მონიჭებული ხმა ავტომატურად ირიცხება. ხმების სიაში ყალბი/ბოტი ექაუნთების არსებობის შემთხვევაში, მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება პროექტიდან. 3. ლეგიტიმურ ხმებში ითვლება მხოლოდ ნამდვილი და უნიკალური მოწონებები და კომენტარები, ე.ი. ერთი მომხმარებლის ორი კომენტარი ჩაითვლება ერთ ხმად. 4. გამოწვევაში ჩართვის შემთხვევაში, მონაწილე ადასტურებს, რომ წაიკითხა და ეთანხმება ყველა წინამდებარე წესსა თუ პირობას. 5. ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები და ყველა მონაწილეს მივცეთ თანაბარი შესაძლებლობა გახდეს ჩვენი გამოწვევის ღირსეული გამარჯვებული, აქედან გამომდინარე, პირველ საგრანტო პროექტში გამარჯვებული კონკურსანტები ვერ მიიღებენ ამ გამოწვევაში მონაწილეობას.

👇🏼👇🏼👇🏼

ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტით შევძლებთ მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ თქვენს განვითარებასა და მიზნების მიღწევაში. გისურვებთ წარმატებას! აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: download.feedc.com
#ჯურნალისტიკა
#გამოწვევა
#გააჟღერე
ByFeedcGeorgia
2