ვინ არის დარდანოსი?

0
ზევსისა და პლეადა ელექტრას ძე, დარდანიდების მამამთავარი. დარდანოსი ფრიგიაში, იდას მთის მისადგომებთან მოსახლე ხალხს განაგებდა. მოგვიანებით ამ ადგილს რამდენიმე სახელით მოიხსენიებდნენ: დარდანია, ტროა, ილიონი. ასე შეერქვა მას დარდანოსის ჩამომავალ მეფეთა სახელების მიხედვით (დარდანოსი, ტროსი, ილოსი) და რამდენადაც რომაელთა მოდგმის ფუძემდებლად ენეასს მიიჩნევდნენ, დარდანოსს რომშიც სცემდნენ პატივს, ვითარცა შორეულ წინაპარს. დარდანიდები: დარდანოსი – ერიხთონიოსი – ტროსი – ილოსი – ანქისესი – ენეასი.
#მითოლოგია
#ბერძნულიმითოლოგია
#elysiumfields
#ხელოვნება
0