17 აგვისტოს ბარსელონაში...

0
17 აგვისტოს ბარსელონას დირექტორატის საბჭოა და სავარაუდოდ, ბევრი ცვლილება მოხდება. ოფიციალურად გამოცხადდება კიკე სეტიენის მწვრთნელობიდან დათხოვნა და ასევე, ერიკ აბიდალის გაშვება სპორტული დირექტორის პოსტიდან. სეტიენის მიწვევის იდეა სწორედ აბიდალისგან მოდიოდა... და ლეო მესი? არგენტინელი ძალიან გაბრაზებული იყო ბაიერნთან 2:8 წაგების მერე და კლუბში ცვლილებებს მოითხოვს. კულუარებიდან არის ცნობა, რომ მესის ულტიმატუმი წაუყენებია: თუ ხელმძღბანელობა არ შეიცვლება, ბარსელონადან წავალო. კლუბის პრეზიდენტი ბარტომეუ კი ჯერჯერობით გადადგომას არ აპირებს.
0