საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის - გახარია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139118 იმ ობიექტური რეალობით და შეფასებით, რომელიც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამათულ ბრიფინგზე. „საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის საჭირო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღეს, დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით და შეფასებით, რომელიც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მართვის პროცესი, როგორ ვებრძოლოთ ვირუსს. შესაბამისად, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გაგვაჩნია. როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, - განაცხადა გახარიამ.
0