დღეს უკვე გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება-გახარია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139119 დღეს უკვე გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს შედგა შემდგომი შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოში, რომელმაც მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. “დღეს ჩვენ მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ეფექტურად ვახორციელებდით დაავადების განვითარების შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. ეს ნიშნავს იმას, რომ მიდგომები და მენეჯმენტი პროცესის უნდა შეიცვალოს. კიდევ ერთხელ ხაზსგამით აღვნიშნავ, რომ ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ შეჩერების ეტაპიდან. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის, ეს დავალებები გაიცდა, ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგ ფორმაშია დღეის მდგომარეობით, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს, ” - განაცხადა გახარიამ.
0