ხვალიდან ავტობუსებში მძღოლის სივრცე დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებული იქნება

0
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები შეიცვლება. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა.
#news
#politics
#coronaviruslive
#coronavirus
Tbilisi
0