იმ ეტაპზე ჯერ არ ვართ, როდესაც ამ სფეროში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ისნტრუმენტებით შევიდეთ

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139123 იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც ამ (საეკლესიო საქმიანობის) სფეროში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. გახარიას განმარტებით, ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. „მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაციები, დახურულ სივრცეში ღონისძიებების არ გამართვის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბევრი ტრადიცია გაგვაჩნია და ამ ტრადიციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავაგრძელებთ. თუმცა იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც ამ სფეროში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. თუმცა, ჩვენ გარკვეულ კონსულტაციებს ვმართავთ და გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
0