კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდება, შესაძლოა, პატიმრობაც

0
კორონავირუსის გამო არსებული კარანტინის დარღვევისთვის, შესაძლოა, სანქციები საქართველოშიც დაწესდეს. ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს მოუწოდა, მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სანქციები ან "სხვა ზომები". "თითოეული ასეთი შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ახლა", — თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტი მზადაა ამ ცვლილებების მისაღებად და საჭიროა "მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს". მამუკა მდინარაძის განმარტებით, ცვლილებები, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იქნება და არ არის გამორიცხული, ჯარიმასთან ერთად, პატიმრობაც დაწესდეს. "ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად მკაცრები", — ამბობს მდინარაძე. P.s. სტატია ჩვენ არ გვრკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#politics
#coronavirus
0