ხვალიდან თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა შეჩერდება

0
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ხვალიდან თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა შეჩერდება. საგანგებო ბრიფინგზე კალაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული ცვლილებისა, კონდუქტორები სახელფასო ანაზღაურებას უწყვეტად მიიღებენ. „ხვალიდან, ასევე დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს. თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. თუმცა, ამ გამოწვევის დაძლევას ჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა“, - განაცხადა კალაძემ.
#კახაკალაძე
#კონდუქტორი
#თბილისისმერია
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0