ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული - გახარია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139127# ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული, - ამის შესხებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეთა სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გლობალური პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის მხრიდან. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული, შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს, ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე“, - განაცხადა გახარიამ.
0