ნინო ქადაგიძის კანდიდატურის მხარდაჭერა არის წარსულთან ზავი - ბესელია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139138 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა საპარლამენტო სესიაზე დღეს დადგება. უმაღლესი სასამართლო ინსტანციის თავმჯდომარის არჩევა უმრავლესობის დეპუტატებს დღეს ოპოზიციის გარეშე მოუწევთ. ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებენ. დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურის განხილვა ნაჩქარევად და პროცედურების დარღვევით მოხდა. „ამ ვითარებაში, როდესაც ყველა მიმართულია ეპიდემიის წინაღმდეგ საბრძოლველად ძალიან არაკეთილსინდისიერი საქციელია ისარგებლო ამ ვითარებით და როდესაც მოდუნებულია ყველას ყურადღება გამოიყენო ეს ვითარება, იმით რომ ნაჩქარევად, პარტიზანულად პროცედურების დაუცველად მიიღოს პარლამენტმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც უნდა გაუძლოს მინიმუმ 10 წელს“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
0