http://pirveliradio.ge/?newsid=139141
უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისი არავის გაუუქმებია. ჩემი აზრით, მასთან ბრძოლის დრო მოვიდა - ამის შესახებ განცხადება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. ზელენსკი, ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ კარანტინში ყოფნის პერიოდში დემოგრაფიული კრიზის მოგვარებაზე იზრუნონ. ამის შესახებ ზელენსკიმ გადაცემა სიტყვის თავისუფლებაში ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, იხუმრა.
"სამსახურის გამო ხშირად ვერ ვნახულობთ დროს ჩვენს ახლობლებთან და ბავშვებთან ჩვეულებრივი საუბრისთვის. იყავით სახლში, წაიკითხეთ წიგნები და უყურეთ კინოს. ხოლო ახალგაზრდებითვის, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კრიზისი. უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისი არავის გაუუქმებია. ჩემი აზრით, მასთან ბრძოლის დრო მოვიდა", - განაცხადა ზელენსკიმ.
"ტაბულა"