http://pirveliradio.ge/?newsid=139143
კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამომოსვლა შეჩერდება. გადაწყვეტილება ძალაში 20 მარტიდან შედის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები „თურქეთის ავიახაზების“ საერთაშორისო ფრენებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თურქეთმა უკვე გააუქმა ავიამიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით და მსგავსი გადაწყვეტილების მიღება 14 მარტიდან იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებითაც: „თუმცა ორივე მხარემ ერთობლივი შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გახანგრძლივების შესახებ მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე“.