როგორ შევინარჩუნოთ ფსიქიკური კეთილდღეობა COVID-19-ის გავრცელებისას – რჩევები ხანდაზმულთათვის

0
ალბათ, მუდმივად გვესმის რომ კორონა ვირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს მოხუცებისთვის წარმოადგენს, ამიტომ მინდა რამდენიმე რეკომენდაცია გაგაცნოთ ხანდაზმულთათვის. ხანდაზმული ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც შემეცნებითი უნარების უკუგანვითარება ან დემენცია უვლინდება, შესაძლოა კარანტინში ყოფნის დროს, მეტად იყვნენ მოცული შფოთვით, ბრაზით ან მეტად იყვნენ დათრგუნვილი, აჟიტირებული და განცალკევებული. უზრუნველყავით ისინი პრაქტიკული და ემოციური მხარდაჭერით ოჯახებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების გაძლიერების საფუძველზე. გაუზიარეთ მათ მარტივი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება და მიაწოდეთ მკაფიო ინფორმაცია – როგორ შეუძლიათ დაინფიცირების რისკის შემცირება. გაიმეორეთ ინფორმაცია იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს მათ სჭირდებათ. ხანდაზმულებს პატივისცემითა და მოთმინებით უნდა მიაწოდოთ მკაფიო, მოკლედ ჩამოყალიბებული ინსტრუქციები. შესაძლოა, ინფორმაციის წერილობით ან ნახატების სახით მიწოდებაც დაგეხმაროთ მათთან ურთიერთობის გამარტივებაში. გააძლიერეთ მათი ოჯახების მონაწილეობა ინფორმაციის მიწოდებისა და პრევენციული ღონისძიებების (მაგალითად, ხელების დაბანა) დაცვის აქტივობებში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობა გაქვთ, დარწმუნდით, რომ უზრუნველყოფილი ხართ ყველა მედიკამენტით, რომელსაც იღებთ. მიმართეთ თქვენს მხარდამჭერ ადამიანებს იმ შემთხვევაში, თუ დახმარება გჭირდებათ. მოემზადეთ და წინასწარ დაადგინეთ, სად და როგორ შეfგიძლიათ საჭირო დახმარების მიღება. მაგალითად, როგორ შეგიძლიათ, საკვების მოტანის სერვისებით სარგებლობა და სამედიცინო დახმარების მოთხოვნა. დარწმუნით, რომ გაქვთ, იმ მედიკამენტების, სულ მცირე, ორი კვირის მარაგი, რომელთაც რეგულარულად იღებთ. ისწავლეთ მარტივი, ყოველდღიური ვარჯიშები, რომელთაც სახლში შეასრულებთ იმისათვის, რომ კარანტინში და იზოლაციაში ყოფნის დროს იმოძრაოთ და მოწყენილობის გავლენა შეამციროთ.
0