უკრაინაში კორონავირუსის გამო ავტობუსების, ავია და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139152# უკრაინაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ავტობუსების, ავია და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. მეტრო სამ ქალაქში დაიხურება, მათ შორის კიევში. ასევე, სატრანსპორტო საშუალებით ათ ადამაინზე მეტის გადაყვანა აკრძალული იქნება. შეზღუდვები ძალაში 18 მარტს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე შევა. „ინფრასტრუქტურის სამინისტრო 18 მარტს, 12:00 საათიდან კრძალავს სარკინიგზო და ავია მიმოსვლას, ასევე საქალაქთაშორისო და ოლქებს შორის სამგზავრო ავტობუსების მოძრაობას. აიკრძალება მეტროპოლიტენების მუშაობა. ქალაქებში იმოძრავებენ 10-ადგილიანი სამარშრუტო ტაქსები და ტაქსები, ასევე ტროლეიბუსები, ავტობუსები და ტრამვაი 20-მდე მგზავრით“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევაა დადასტურებული, ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. ქვეყანაში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.
0