გარყვნილებას მიცემული კაცობრიობა, რომელმაც ღვთისადმი შიში დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია-ერქვანია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139155 გარყვნილებასა და უზნეობას მიცემული კაცობრიობა, რომელმაც ღვთისადმი შიში და კრძალვა დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ გააკეთა. მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროს უფალი განაგებს და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება. “მსოფლიოში გავრცელებულმა ვირუსმა დაგვანახა, თუ როგორი უსუსური აღმოჩნდა მეცნიერების და ტექნიკის განვითარებაში მიღწეული წარმატებებით თვითდაჯერებული ადამიანი. ამპარტავნების სულით შეპყრობილი კაცობრიობა, რომელმაც ღმერთი უარყო და დაუპირისპირდა, მის მიერ დადგენილი კანონების შეცვლა მოინდომა, მარადიულ ცხოვრებას ამსოფლიური ვნებები და სიამოვნება ამჯობინა, გარინდულია. მსოფლიო პანიკაშია. დაცარიელებული ქალაქები, ჩაკეტილი საზღვრები, გარყვნილებასა და უზნეობას მიცემული კაცობრიობა, რომელმაც ღვთისადმი შიში და კრძალვა დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია, ძრწის და კანკალებს სიკვდილის წინაშე, რაც უღმერთობის და ურწმუნოების შედეგია. უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროს უფალი განაგებს და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება”, – განაცხადა ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
0