პარიზი და მარსელი კორონავირუსის წითელ ზონად გამოცხადდა

0

პარასკევს საფრანგეთის მთავრობამ პარიზი, მარსელი და მარსელის მიდამოები კორონავირუსის მაღალ რისკ ზონად გამოაცხადა. გადაწყვეტილება პარიზის და მარსელის ადგილობრივ მმართველობას დაავადების გავრცელების შესაჩერებლად ლოკალურად შეზღუდვების გამკაცრების საშუალებას აძლევს. ქალაქების მმართველობას საშუალება ექნება შეზღუდვები დაუწესოს ტრანსპორტისა და ხალხის დიდი ნაკადების გადაადგილებას, შეზღუდოს წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ფრენებზე, დახუროს რესტორნები, ბარები და სხვა დაწესებულებები. უკანასკნელ დღეებში პარიზსა და მარსელში ხალხმრავალ საჯარო სივრცეებში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა. პარიზის და მარსელის წითელ ზონად გამოცხადება უკანასკნელ ორ კვირაში საფრანგეთში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდის შედეგია. ორი დღის განმავლობაში ზედიზედ COVID-19 2 500 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მსგავსი მაჩვენებელი საფრანგეთში აპრილის შუა რიცხვებში, ყველაზე მკაცრი რეგულაციების პერიოდში იყო. ხუთშაბათს დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც საფრანგეთიდან შევა ქვეყანაში სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

#კორონავირუსი
#კოვიდ19
#პანდემია
#წითელიზონა
#პარიზი #მარსელი
Tbilisi
#ახალიამბები
#მოგზაურობა
#პოლიტიკა
0