http://pirveliradio.ge/?newsid=139161
უნდა გადავეწყოთ ახალ რეალობაზე, რაც არის მიკროავტობუსებით გადაადგილების შეზღუდვა, ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურად თვითიზოლაციაში ყოფნა - ამის შესახებ განცხადება, იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ გააკეთა. შალამბერიძის თქმით, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრისა და გუბერნატორების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენი მთავრობა დიდი ხანია ამ მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობს. დღევანდელი მესიჯი არის ის, რომ დღეს უნდა გადავეწყოთ ახალ რეალობაზე, რაც არის მიკროავტობუსებით გადაადგილების შეზღუდვა, ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურად თვითიზოლაციაში ყოფნა, ვინც რისკის მაღალ ჯგუფს განეკუთვნება. ეს არიან ადამიანები 70 წელს ზემოთ. უნდა ვიმუშაოთ ყველა სტრუქტურამ იმისთვის, რათა ამ ხალხს, ადგილზე, სახლში მოვემსახუროთ და მიიღონ ყველა ის მომსახურეობა, რასაც ისინი გარეთ იღებდნენ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ