სამკერვალო საწარმოები პირბადეების წარმოებას აქტიურ რეჟიმში დაიწყებენ

0
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყების იყო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომპანიებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს პირბადეების წარმოებასთან დაკავშირებით. , აჭარა ტექსტილის” განცხადებით მზად არიან სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს გვერდში დაუდგნენ და ჩაერთონ მიმდინარე პროცესში. კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის მზაობა გამოხატა კომპანიამ „მოვი.“ ფარმაცევტული კომპანია „სმარტ ფარმის“ განცხადებით, კომპანია უფასოდ გადასცემს სახელმწიფოს მარლის არსებულ ნაშთს უფასოდ პირბადეების წარმოებისთვის.
#პირბადისწარმოება
#კომპანიები
#მოვი
#აჭარატექსტილი
#სმარტფარმასი
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0