გაზრდილი ონლაინ შოპინგის გამო, Amazon-ი დამატებით 100,000 თანამშრომელს ქირაობს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139169# კომპანია Amazon-ი ონლაინ გაყიდვების ზრდაზე აცხადებს, რაც ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებას უკავშირდება, შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო დაამატოს 100, 000 ახალი თანამშრომელი. როგორც - სრულ, ასევე ნახევარ-განაკვეთიან პოზიციებზე. ამის შესახებ CNN-ი წერს. „კომპანია ხედავს, რომ მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა ონლაინ შოპინგზე, გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, დამატებითი კადრები გვჭირდება“, - აღნიშნულია Amazon-ის ოფიციალურ განცხადებაში. კომპანია აღნიშნავს, რომ ახალი კადრების აყვანაზე კომპანია 350 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს. თანხა დაიხარჯება საწყობსა და დისტრიბუციაში მომუშავე კადრებზე, ასევე კომპანია გეგმავს, თანამშრომლებს ყოველ დამატებით შესრულებულ სამუშაო საათზე გადაუხადოს 2 აშშ დოლარიდან - 15 აშშ დოლარამდე - აშშ-ში, 2 ბრიტანული ფუნტიდან - 15 ფუნტამდე - ბრიტანეთში, ხოლო 2 ევროდან -15 ევრომდე - ევროპაში.
0