გახდება თუ არა თბილისი ცარიელი ქალაქი ?

0
ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით მსოფლიოში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა.ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეეხო თბილისსაც.თბილისში უკვე შევნიშნავთ დაკეტილ კაფე-ბარებს. დაცარიელებულ ტრანსპორტს , დაცარიელებულ ქუჩებს , თუმცა განვიხილოთ რეალურად რამდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ.ვირუსთან დაკავშირებით ყველას საკუთარი აზრი აქვს რწმენის, აღმსარებლობის თუ იდეებიდან გამომდინარე.დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა განცხადება მიკრო ავტობუსების შეჩერებასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად კარგი აღმკვეთი ღონისძიება არის.ჩემდა გასაკვირად საქართველო საკმაოდ კარგად დაუხვდა ამ მსოფლიო სენს.მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში, რომელშიც არის კორონა ვირუსის შემთხვევები დაფიქსირებული ჩატარებულია პრევენციული ქმედებები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების გაუქმება კაფე-ბარების დახურვა. მუშაობას მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიები და სასურსათო მაღაზიები აგრძელებენ .ისინიც კი ემორჩილებიან სპეციალურად დაწესებულ ნორმებს.არაა საჭირო პანიკის დათესვა იმ შემთხვევაში თუ საქართველოშიც იგივე ნაბიჯები გადაიდგა, რადგან ეს ყოველივე კეთდება იმისთვის, რომ მოხდეს ინფიცირების პროცენტული შემცირება და გავრცელების ესკალაცია. იმ შემთხვევაში თუ თქვენში აღმოაჩენთ ნებისმიერი სახით ვირუსის სიმპტომებს მიმართეთ ექიმს, რადგან ამით ხელს შეუწყობთ თქვენი თქვენი ოჯახის და მთლიანი საზოგადოების უსაფრთხეობას და ჯანმრთელობას.ჯანმრთელ და მშვიდობიან დღეებს გისურვებთ!
#news
#opinion
Tbilisi
#coronavirus
0