ევროპა მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კრიტიკული უკმარისობის წინაშეა
55 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago

http://pirveliradio.ge/?newsid=139173

ევროპის რეგიონი მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კრიტიკული უკმარისობის წინაშეა, – „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს ჰანრი კლუგემ განახაცდა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვალყურს ადევნებს მედიკამენტების მიწოდების დარღვევის პოტენციურ რისკს და ფოკუსირებულია სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე, რომლებიც უმთავრესია პირველადი ჯანდაცვისთვის, მათ შორის ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, დიაბეტის, ჰიპერტონიის, შიდსის, ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები“, – განაცხადა კლუგემ.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, ორგანიზაცია აწვდის ლაბორატორიულ აღჭურვილობას, სამედიცინო მოწყობილობებსა და პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას ქვეყნებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

„ჩვენ ინფორმირებული ვართ გარკვეული კრიტიკული დეფიციტის შესახებ და ამის აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ პარტნიორებთან, როგორებიც არიან ევროკომისია და კერძო ინდუსტრია “, – განაცხადა ჰანს ჰანრი კლუგემ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago
6
Write a comment