ოფიციალურად: გადატანილი ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და საქართველო - ბელარუსი

ByM.m.m.Georgia
0
17 მარტს უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, 55 ქვეყნის ფედერაციის წარომადგენელთან ერთად ონლაინკონფერენცია გამართა. ერთ კვირაზე მეტია, ამ პროცესს საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა. უეფას გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე წლის ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდება - მთავარი ევროპული სანაკრებო შეჯიბრი 2021 წელს შედგება. აღნიშნული ტურნირი 2020 წლის 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, ცვლილება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის შეხვედრებსაც შეეხო. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 27 ივნისს გაიმართება - წესით, ის 30 მაისს უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, 27 მაისის ნაცვლად, ევროპის ლიგის ფინალი 24 ივნისს შედგება. ამასთან ერთად, ერთა ლიგის პლეიოფის თარიღებიც შეიცვალა. საქართველო ბელარუსის დაპირისპირება, რომელიც 26 მარტს უნდა ყოფილიყო, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდება. შეგახსენებთ, მომავალი ევროპის ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით გაიმართება - ტურნირი 12 ქვეყნის 12 სხვადასხვა ქალაქში შედგება.
#sport
#football
#uefa
#euro2020
#სპორტი
#ფეხბურთი
#ევრო2020
#უეფა
#ჩემპიონთალიგა
#news
Tbilisi
ByM.m.m.Georgia
0