გვარდიოლა აფრიკელებმა დაწყევლეს?

0
რას აღარ გაიგებ ფეხბურთში... ბრიტანულმა Goal-მა დაწერა, პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაში იმიტომ ვერ აღწევს წარმატებას, რომ აფრიკელებმა დაწყევლესო. აფრიკული წყევლა სრულდებაო... და გამოცემა წერს, რომ ეს უკავშირდება გვარდიოლას მიერ გუნდიდან იაია ტურეს არცთუ ლამაზად გაშვებას. გვარდიოლამ ჯერ ბარსელონაში შეზღუდა ტურე, მერე - სიტიდან გაუშვა. პეპის გუნდები სულ ფავორიტები არიან ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ ფაქტია, ბოლო 4 წლის განმავლობაში მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ. 9 წელია, გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდებს ლიგა არ მოუგიათ.
0