ბორუტო-ნარუტოს ყველაზე დიდი შიში ახდა

0
ნარუტოს ყოველთვის უნდოდა კონოჰას ცოდვების გამოსწორება. მას უნდოდა რომ სოფელში უფრო გონება გახსნილი ყოფილიყო, რათა მათ უჩიჰებთან ომი დაესრულებინათ. სწორედ ამიტომ იბრძოდა სასკეს გადასარჩენად და ამიტომ ცდილობდა დიპლომატიური ყოფილიყო. თუმცა ბოლო ეპიზოდი უბრალოდ ყველაფერს ცვლის, ნარუტოს უდიდესი შიში ახდა-მის ხალხს შორის მოღალატეა. როდესაც ნარუტოს ქვეშევრდომები შეიკრიბებიან წინა ბრძოლების განსახილველად, მათ წარმოდგენაც არ აქვთ როგორ უნდა მოიქცნენ (deepa, victor, the god tree).ტერორისტული ორგანიზაცია საკმაოდ კარგია საიდუმლოებების შენახვაში. თუმცა მალევე კონოჰამარუს და საის დამსახურებით ვიგებთ რომ ვიქტორმა მომოშიკის შესახებ იცოდა. მომოშიკი უცხოპლანეტელი არსებაა ოცუცუკის კლანიდან, რომელსაც ნარუტო და სასკე ებრძოდნენ და ლამის წააგეს(boruto: naruto the movie), თუმცა საქმე იმაშია რომ ეს ამბავი საიდუმლოდ იყო შენახული.
ეს ინფორმაცია, სოფლის გარეთ არ უნდა გასულიყო, თუმცა კარას მაინც მიუწვდა ხელი. ნარუტოს და შიკამარუს რეაქცია შედარებით ცინიკური იყო, რადგან მიხვდნენ რომ მათ ვიღაც უთვალთვალებთ. შიკამარუ ამ ყველაფრის გამო, ცდილობს კონოჰას კარიბჭე დახუროს, თუმცა ნარუტოსთვის კარიბჭეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამის სახე აქვს-ნარუტოს უნდოდა ხალხს თავისუფლად ეკონტაქტა ერთმანეთში და მიმსოვლა ყოფილიყო, თუმცა შიკამარუ თვლის რომ ამ ყოველივემ მიიყვანა სიტუაცია ცუდ მდგომარეობამდე.
საბოლოო გადაწყვეტილება ყველამ ნარუტოს დაუტოვა და იქიდან გამომდინარე რომ უცხოელებთან ცუდად მოქცევის გამო არაერთი ომი თუ დაპირისპირება უნახავს, გადაწყვეტს რომ კარები მაინც ღია უნდა დატოვოს.
0