ოფიციალურად: ევროკავშირი 30 დღით ჩაიკეტა

ByM.m.m.Georgia
0
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვაზე საჯაროდ ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების ტერიტორიაზე უცხო, არაწევრ სახელმწიფოთა მოქალაქეები 30 დღის განმავლობაში ვერ მოხვდებიან. მერკელის თქმით, გერმანია ამ შეთანხმებას უმალვე ძალაში მოიყვანს. ახალი რეგულაციის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეები გერმანიის ტერიტორიაზე სატრანზიტო წესით შევლენ - აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ევროკავშირის მოქალაქეთა გარდა, გერმანიაში სატრანზიტო გადაადგილება შეუძლიათ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში ბინადრობის უფლებისა და ვიზის მქონე ადამიანებს. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, რომელთაც ვიზა, გადაადგილებისა და ბინადრობის უფლება ან ევროკავშირის მოქალაქეობა არ აქვს, მათ გერმანიის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მხოლოდ მკაცრი გამონაკლისი შემთხვევაში შეუძლიათ - მაგალითად, ოჯახის წევრის დაკრძალვა და ა.შ. შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტები ევროპის მასშთაბით ყველა ქვეყანაში დასტურდება. ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი დაავადებულია იტალიაში - ამ ქვეყანაში სახიფათო ვირუსით ინფიცირების 32 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით იტალიაში 2 500-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბებს - COVID-19-ით ჯამში 180 000-მდე ადამიანი დაავადდა, გარდაცვლილთა რიცხვმა 7 100-ს გადააჭარბა, ხოლო 75 000-მდე ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა.
#coronavirus
#Germany
#Italy
#Merkel
#
#politics
#news
#კორონავირუსი
#გერმანია
#მერკელი
#COVID19
ByM.m.m.Georgia
0