გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პერსპექტივებზე ისაუბრა

ByM.m.m.Georgia
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდგომ პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, მომავალ კვირებში ამ ვირუსით დაინფიცირების ისეთი შემთხვევები გამოვლინდეს, როდესაც პირველწყარო ცნობილი აღარ იქნება. ამ სიტყვებით გამყრელიძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას კომენტარს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ქალბატონმა მარინამ განაცხადა, რომ ამ წუთისთვის ერთ-ერთი ინფიცირებულის შემთხვევაში გადადების წყარო უცნობია. "ამ ეტაპზე 25-მდე ეპიდკვლევას ვაწარმოებთ. ვიმედოვნებ, რომ წყარო დადგინდება, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ გავიგოთ, ამა თუ იმ პიროვნების დაინფიცირება საიდან მოხდა. ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ ისეთი დაავადებული გვყავს, რომლის პირველწყაროზეც ვერ გავდივართ. ისეთი პაციენტებიც გვყავს, რომელთა ნიმუშები უკვე აღებულია და საკვლევად გაგზავნილია - ვფიქრობ, რომ კონტაქტზე საბოლოოდ მაინც გავალთ. იმ შემთხვევაში, თუ პირველწყაროს ვერ ვიპოვით, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მსგავს შემთხვევათა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში მოიმატებს. დარწმუნებული ვარ, მომავალ კვირაში ისეთი შემთხვევები გვექნება, სადაც დიდი ალბათობაა იმისა, რომ პირველწყაროზე ვეღარ გავალთ - ეს იქნება ადგილობრივი დაინფიცირება", - თქვა გამყრელიძემ. ამ წუთისთვის საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა გამოვლინდა. საბედნიეროდ, აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#ამირანგამყრელიძე
#სიახლე
#პანდემია
#ეპიდემია
#საქართველო
#coronavirus
#news
#opinion
ByM.m.m.Georgia
0