შესაძლო პიკი:80 დან 100 ინფიცირენული ჯანდაცვის მინისტრის განცხადება!(ვარაუდი)
572 Views
Gode Marr
Tbilisi · 7 months ago

იმის ვარაუდი, რომ შეიძლება რომელიმე ინფიცირებულის წყაროს დადგენა ვერ მოვახერხოთ, არსებობს, რაც გამოიწვევს იმას, რომ გვექნება გარკვეული პიკი და ეს პიკი შეიძლება იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს არანაირი პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ჯანდაცვის სისტემა მზადაა, მართოს ნებისმიერი სირთულისა და რაოდენობის პაციენტები.

„ჩვენ მუდმივად ვემზადებით ყველაზე რთული სცენარისთვის. შესაბამისად, იმ დაშვებებიდან გამომდინარე, რა რიცხვიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი შემოყვანილი მოქალაქეების რიცხვთან მიმართებაში, იმის ვარაუდი, რომ შეიძლება ჩვენ რომელიმეს წყაროს დადგენა და დადასტურება ვერ მოვახერხოთ, რა თქმა უნდა, არსებობს, რაც გამოიწვევს იმას, რომ გვექნება გარკვეული პიკი და ეს პიკი შეიძლება იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე, თუმცა ეს ჩვენ არ გვაძლევს არანაირი პანიკის საფუძველს, ვინაიდან ჯანდაცვის სისტემა დღესდღეობით არის სრულიად მზად, რომ მართოს ნებისმიერი სირთულისა და რაოდენობის პაციენტები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

#politics #news #photo #coronavirus
Gode Marr
Tbilisi · 7 months ago
109
Write a comment
Similar Posts