Joaquin Phoenix (the Transformation in Joker)
147 Views
Nino Kakulia
Tbilisi · 6 months ago

თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ უდიდეს მსახიობთან ერთად უდიდესი ადამიანიც არის, ერთ-ერთი უპირველესია ხოაკინ ფენიქსი.

...

როცა ფილმ Joker-ში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსის მოპოვების შემდეგ კინომსახიობთა გილდიის პრიზითაც დააჯილდოვეს, სცენაზე ასულმა მსახიობმა თავდაპირველად საქებარი სიტყვებით მოიხსენია ყველა დანარჩენი ფინალისტი, რომელიც მას კაცის მთავარი როლის ნომინაციაში უწევდა კონკურენციას.

...

"25 წელზე მეტია ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანის შთაგონება ხარ", - ასე მიმართა ხოაკინ ფენიქსმა ლეონარდო დიკაპრიოს, რომელიც დაჯილდოებაზე კვენტინ ტარანტინოს ფილმ Once Upon a Time in Hollywood-ში შესრულებული როლისთვის იყო წარდგენილი.

...

ფენიქსს არ გამორჩენია არც კრისტიან ბეილი: "ერთხელაც კი არ შეგისრულებია როლი ცუდად და ეს მაბრაზებს", - უთხრა მან ბეილს.

...

ასევე შეაქო Marriage Story-ში შესრულებული როლისთვის ადამ დრაივერი: "ბოლო წლებია გაკვირდები და მშვენიერ, ნიუანსებზე ორიენტირებულ, დაუჯერებელ და გულში ჩამწვდომ სამსახიობო შესრულებას გვთავაზობ. აქ ჩემ ნაცვლად შენ უნდა იდგე".

...

რაც ყველაზე ამაღელვებელია ჩემთვის, ფენიქსმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ჰიტ ლეჯერს: "ახლა აქ ჩემი საყვარელი მსახიობის, ჰიტ ლეჯერის მხრებზე ვდგავარ" - განაცხადა ხოაკინ ფენიქსმა.

#movie #interestingfact #hollywood #oscars2020 #opinion #photo
Nino Kakulia
Tbilisi · 6 months ago
82
Write a comment
Similar Posts