0
⭕ 5 წესი ცხოვრების გასამარტივებლად❗??? 1. სცადეთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო რაღაცეები, მაგალითად, თუ ბევრ ხორცს მიირთმევდით, დროა უარი თქვათ მასზე თუნდაც ცოტა ხნის განმავლობაში; გიყვართ კამათი? – შეეცადეთ გაჩუმდეთ; გვიან იღვიძებდით? – ადექით ადრე და ა.შ. აქციეთ ეს პატარა ექსპერიმენტები თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად, რაც გახდება ერთგვარი მიზეზი „კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად“. ერთის მხრივ, ეს საინტერესოა, ხოლო მეორეს მხრივ, თქვენს ცხოვრებაში მორიგი მნიშვნელოვანი ცვლილების მომენტში, კომფორტის ზონიდან გამოსვლა დიდად საგრძნობი არ იქნება. 2. გაიღვიძეთ 20 წუთით ადრე. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ეტაპობრივად, თითო 20-20 წუთით, შედეგად დროთა განმავლობაში მშვიდად გაიღვიძებთ 1 საათით ადრე და ამასთან, მოასწრებთ ბევრ საინტერესო საქმეს, რომლისთვისაც აქამდე ვერ იცლიდით. თუ ჯერ არ დაგიწყიათ ამ მეთოდის გამოყენება, არაჩვეულებრივი საშუალება გეძლევათ ჩართოთ აღნიშნული პუნქტი თქვენს ცხოვრებაში. 3. ყველა შეხვედრასა თუ თათბირზე მიდით 10 წუთით ადრე. თუ ადრე გახვალთ არ ინერვიულებთ, რომ დააგვიანებთ და კოლეგებს ალოდინებთ. ამასთან, რაში გჭირდებათ ზედმეტი სტრესი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ? ხოლო მეორეს მხრივ, თუ ცოტა ადრე მიხვალთ, შეგიძლიათ კიდევ მოემზადოთ და გადამოწმოთ, ხომ არაფერი დაგავიწყდათ. 4. ერთი ამოცანა. ჩვენს ტვინს არ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ამოცანის მხარდაჭერა, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვიწევს ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვა. როცა ვმუშაობთ მხოლოდ ერთ საქმეზე, ჩვენ ვაკეთებთ მას უფრო ხარისხიანად და კონცენტრირებულად, არაფერზე ვცდებით. 5. ჰკითხეთ თქვენს თავს: ვცდილობ თუ არა მომხდარის გართულებას? გააანალიზეთ სიტუაცია. თუ დაინახავთ, რომ თქვენი ქმედებით ყველაფერს კიდევ უფრო ართულებთ, დაფიქრდით როგორ დაყოთ იგი მარტივ შემადგენელ ნაწილებად და გადაჭრათ პრობლემა.
#რჩევები
#ფსიქოლოგოა
0