თუ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე არ აღდგა, კითხვის ქვეშ მთლიანად სასწავლო წელია - გახარია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139179 თუ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე არ აღდგა, კითხვის ქვეშ მთლიანად სასწავლო წელია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა. გახარიას თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ არსებობს და უცნობია როგორ გადაწყდება სასწავლო წლის საკითხი. “ის რომ დისტანციურად ჩვენი განათლების სისტემა არ არის მზად სრულფასოვანი განათლება მიცეს ჩვენ ბავშვებს, ფაქტია. აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ელემენტალურ ინტერნეტზე არ წვდომა პრობლემა. ამიტომ, აქაც ძალზედ ადექვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ. თუ შევძელით 26 აპრილამდე სასწავლო პროცესის აღდგენა მაშინ ერთი სცენარი გვაქვს, 26 აპრილამდე თუ ვერ შევძელით სწავლის აღდგენა, განათლების სამინისტრომ სცენარი უნდა წარმოადგნოს.”-ამბობს გახარია.
0