თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები - კალაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139181 თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები - ამის შესახებ განცხადება, თბილისი მერმა კახა კალაძემ გუშინ გააკეთა. მისი თქმით, მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. “რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის”, - განაცხადა კალაძემ.
0