გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან-გახარია გადადგომაზე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139184# გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან - ამის შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“, წამყვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, ჩაატარებს თუ არა 2020 წლის არჩევნებს გიორგი გახარია პრემიერის რანგში. "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ ადამიანებს, თუ ვინ ჩაატარებს 2020 წლის არჩევნებს, იმიტომ რომ აქ გუნდზეა საუბარი. ჩემთვის არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა თანამდებობებს და პოზიციებს, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტურობა და პროცესი. რა პოზიციაზე ვიქნები არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ღირებულებები და ფასეულობები ემთხვეოდეს საერთო ფასეულობებს და ღირებულებებს. არ არის ამაზე საუბარი საინტერესო, ყოველთვის ვცდილობდი იუმორით მეპასუხა ამ კითხვაზე, იუმორი თუ გაინტერესებთ გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.” - განაცხადა გახარიამ.
0