მთავრობას ვურჩიეთ, ვირუსის გავრცელების შენელების ფაზაზე გადავსულიყავით - იმნაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139185 ვითარებას მხოლოდ ციფრებით არ ვაფასებთ, ბევრი ფაქტორია, რომლის საფუძველზეც მთავრობას ვურჩიეთ, ვირუსის გავრცელების შენელების ფაზაზე გადავსულიყავით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმღრვანელი პაატა იმნაძე აცხადებს. იმნაძის განმარტებით, ეს ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად თავიდან ავირიდოოთ ის, რაც მოხდა ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში, როდესაც მოკლე დროში შემთხვევების უკონტროლო, ზვავისებური მატება დაიწყო. „ბევრი კითხვა გამოიწვია, 35 შემთხვევაზე რატომ ვამბობთ ამას, ჩვენ ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას არა მარტო ციფრებით, არამედ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვერჩია მთავრობისთვის, გადავსულიყავით შემდეგ ფაზაზე, ანუ გავრცელების შენელების ფაზაზე. ეს არის ყველაფერი გაკეთებული, რათა მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ის, რაც მოხდა ძალიან ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში, როდესაც შემთხვევების უკონტროლოდ ზრდა დაიწყო უცბად, ზვავისებური მატება შემთხვევების. სწორედ მიტომ გახდა დამატებითი ღონისძიებების მიღება საჭირო, მათ შორის გარკვეული შეზღუდვების გაფართოება, ვთქვათ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაზე, გარკვეული იმ ობიექტების დამატება შეზღუდვებში, რომლებშიც ადრე არ იყო შეზღუდვები, სადაც ადამიანები იკრიბებიან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ქვეყანაში შემთხვევების ზვავისებური მატება, რისი გამოცდილებაც არის ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში“ , - განაცხადა პაატა იმნაძემ.
0