http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139187
ჩვენ ყველამ ერთად, მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ უნდა გავიაზროთ, რომ ხვალ გამოწვევები იქნება ერთმნიშვნელოვნად უფრო რთული, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ, ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, გაგვეზრდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღამის კურიერში“.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლებას აბსოლუტურად გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა და დარწმუნებულია, რომ პროცესს მართავს.
„ამ გამოწვევასაც დავძლევთ. მთავარია, გვჯეროდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო, ქართველი ერი, ვერასოდეს ვერაფრით და არაფრით შეშინდება. ჩვენ ვართ მობილიზებულები, გვაქვს კონკრეტული გეგმა, ვიცით, რომ გამოწვევა რთულია, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევას ვუპასუხეთ და ამ პროცესში ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ეს სახელმწიფო, ისე, რომ როდესაც პრობლემას მოვაგვარებთ, ამ გამოწვევასაც ვუპასუხებთ, უნდა ვიყოთ ყველაზე უკეთეს ფორმაში, მინიმუმ რეგიონში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური რესურსები, ჩვენი ეკონომიკა უნდა აღდგეს სწრაფად, ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ისინი ამ გამარჯვებაში იყვნენ თითოეული ჯარისკაცი, მაგრამ მათი ფუნქციაც და მოვალეობაც იყო შესრულებული და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ, რომ ეს სახელმწიფო იყოს კიდევ უფრო ძლიერი და მომზადებული იმ შემდგომი გლობალური გამოწვევებისა და კონკურენციისთვის, რომელსაც ჩვენ დავუბრუნდებით სულ მალე, მას შემდგომ, რაც მსოფლიო ამ გლობალურ ვირუსს დაამარცხებს“, – აღნიშნა პრემიერმა.