ინფექციურ საავადმყოფოში გუდაურიდან გადაყვანილ პირებს კორონავირუსი არ დაუდგუნდათ

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, გუდაურის შემთხვევასთან კავშირში არ ყოფილან. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან დაადასტურა, რომ გუდაურიდან რამდენიმე პირს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა, ყველა მათგანზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
#news
#coronavirus
#coronaviruslive
Tbilisi
0