ახალი ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურია - ეზუგბაია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139190 ახალი ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია. „ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ ორი. მათი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. ყოველთვის ვლაპარაკობ, რომ დასაწყისში თუ დაავადება არ დაიწყო მძიმედ, მაშინ გარკვეულწილად სტაბილური სიტუაცია გვაქვს ხოლმე. ასეთი სიტუაციაა ამ ორ ინფიცირებულთან. მათთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება, დაბალი ციფრებით, დაახლოებით 37-დან - 37, 5-მდე და მინიმალურად გამოხატული კლინიკა. თავდაპირველად შემოსულ ტესტებში ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ველით დაავადების დაწყებიდან მომდევნო დღეებში. ვნახოთ პირველი სამი დღის განმავლობაში როგორი დინამიკა გვექნება ამ ორ პაციენტზე. რენტგენოლიგიურად არ არის პნევმონია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
0