http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139192
დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანისა-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.
“ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. მაინც იმედი მაქვს, რომ იმდენად ინტენსიურად ვმუშაობთ ახლა, რადგან ბევრი კონტაქტი ვლინდება, რადგან კონტაქტების მთელი ჯაჭვია კვლევაში. დღესაც ზოგიერთი კონტაქტის ნიმუშები აღებულია და კვლევაშია, ამ პაციენტთან დაკავშირებული, რომელმაც არ იცის საიდან დაინფიცირდა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მაინც გავალთ კონტაქტზე. თუ ვერ გავედით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანისა, ან ადგილობრივი დაინფიცირებისა, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, ”-განაცხადა გამყრელიძემ.