ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკრაინაში ზიარების წესი დროებით შეიცვალა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139193 ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზიარების წესი დროებით შეცვალა. წმიდა სინოდის დადგენილებით, ზიარების დროს საკურთხეველში მღვდელი პურის ნაჭრებს ღვინით დაასველებს და თითოეულ მორწმუნეს სათითაოდ ხელში ჩაუდებს, მაზიარებელი კი მას მღვდლის თანდასწრებით მიიღებს. როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ლეონ გელოვანი წერს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც მღვდელმა, ისე მორწმუნემ, ზიარების წინ, ხელები კარგად დაიბანოს. "ასევე ამ წესით ზიარებისას არ ხდება პირის მოწმენდა ბაღდადით, "- წერის მამა ლეონი.
0